17 ივლისი 2025,   09:32
ვრცლად
ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე პარლამენტის დროებით კომისიაში საგანმანათლებლო დაწესებულებებში ბულინგის თემაზე შეხვედრა გაიმართა

ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე პარლამენტის დროებითი კომისიის თავმჯდომარე მარიამ ლაშხი და კომისიის წევრი ეკა სეფაშვილი ბულინგის თემაზე საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის უფროსს, სალომე სანაძეს შეხვდნენ.

შეხვედრის მონაწილეებმა როგორც დედაქალაქის, ასევე რეგიონების სკოლებში არსებულ ძირითად გამოწვევებზე იმსჯელეს და კონკრეტული ღონისძიებების გატარებაზე ისაუბრეს.

"ბულინგი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოწვევაა და ამ მიმართულებით სახელმწიფო არაერთ ნაბიჯს დგამს, მათ შორის, სკოლებში მანდატურის სამსახურის გაძლიერების კუთხით, რომელიც როგორც ბულინგის პრევენციის, ასევე მისი იდენტიფიცირებისა და აღმოფხვრის მიმართულებით მუშაობს.

ერთ-ერთი აქცენტი, რაზეც ქალთა და ბავშვთა კომისია ფოკუსირებულია - კიბერბულინგია. ჩვენ ვისაუბრეთ ციფრულ სივრცეში ბავშვთა უფლებების დაცვის მიმართულებით გასატარებელ ღონისძიებებზე, მათ შორის, გავუზიარეთ საერთაშორისო გამოცდილება და დავგეგმეთ სამომავლო თანამშრომლობა," - განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ მარიამ ლაშხმა.

 

დღის ამბები