17 ივლისი 2025,   10:32
ვრცლად
"ქარავან არტ ფორუმი" - ქუთაისი თანამედროვე ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალს მასპინძლობს

ქუთაისი თანამედროვე ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალს "ქარავან არტ ფორუმი" მასპინძლობს. დავით კაკაბაძის სახელობის გალერეაში თანამედროვე ხელოვანთა მიერ ფორუმისთვის სპეციალურად შერჩეული ნამუშევრები გამოიფინა, ასევე მოეწყო ინსტალაციები ფრანგი და ქართველი მხატვრების მიერ.

წარმოდგენილი იყო თანამედროვე ხელოვნების ფერწერული ნიმუშები და ევროპული გრაფიკის და ფოტოგრაფიის ექსპოზიცია. "არტ ფორუმი" 16 ივნისს დაიწყო და 19 ივნისს დასრულდება.

ღონისძიების ფარგლებში აქტივობები სხვადასხვა სივრცეში გაიმართება. "არტ ფორუმი" 2022 წლიდან ყოველწლიურად იმართება. 2025 წლის ფესტივალის ორგანიზების მხარდამჭერები არიან ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერია და საქართველოს კულტურის სამინისტრო.

დღის ამბები