
საქართველო თურქეთს შორის არსებული მრავალმხრივი თანამშრომლობა, რომელიც ეკონომიკური და პოლიტიკური კავშირების გაღრმავებაზე აისახებ - პარლამენტის თავმჯდომარემ, ანკარაში საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტის პირველი დღე შეაჯამა.
საკანონმდებლო ორგანოს ხელმძღვანელი თურქეთში, ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარის მიწვევით იმყოფება. ნურმან ქურთულმუშთან შეხვედრა შალვა პაპუაშვილმა პირისპირ ფორმატში გამართა. მხარეებმა ხაზი გაუსვეს საპარლამენტო თანამშრომლობის სამმხრივი ფორმატების მნიშვნელობას და განაცხადეს, რომ საქართველოს, აზერბაიჯანისა და თურქეთის პარლამენტების თავმჯდომარეების დონეზე, სამმხრივი შეხვედრის განახლება იგეგმება. რეგიონში და მსოფლიოში მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფისთვის, ერთობლივი მუშაობის აუცილებლობაზე ისაუბრეს ორი ქვეყნის კანონმდებლებმა გაფართოებული შეხვედრის ფორმატშიც.
მსოფლიოში და რეგიონში მიმდინარე რთული პროცესების ფონზე, ოფიციალურ თბილისსა და ანკარას შორის კონტაქტების გამყარების აუცილებლობაზე საუბრობენ ქართული დელეგაციის წევრები. პარლამენტარები ამბობენ, რომ უსაფრთხოების დაცვის მიმართულებით, ორ ქვეყანას საერთო ინტერესები აქვს.
ანკარაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში ქართული დელეგაციის წევრები, ათათურქის მავზოლეუმში იმყოფებოდნენ და თურქეთის ეროვნული გმირის ხსოვნას პატივი მიაგეს. თურქეთის დედაქალაქში ვიზიტს და მაღალი დონის შეხვედრებს საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია ხვალ გააგრძელებს.