11 ივლისი 2025,   03:57
ვრცლად
"გიორგი გახარია პერსონალურად გადაწყვეტს, მიიღოს მონაწილეობა თუ არა ამ პროცესში" - ტატა ხვედელიანი კომისიის სხდომაზე გამოცხადების შესახებ

დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე ნიკა გვარამია, მამუკა ხაზარაძე და გიორგი გახარია ხელახლა არიან დაბარებულები. "კოალიცია ცვლილების" ოფისში აცხადებენ, რომ მათი პოზიცია უცვლელია და ისინი არ აპირებენ თანამშრომლობას კომისიასთან. ამ ეტაპზე უცნობია გიორგი გახარიას პოზიცია, მის პარტიაში ამბობენ, რომ მათი ლიდერი გადაწყვეტილებას თავად მიიღებს.

"პირველი დაბარების შედეგად, ოცნებამ ვერ მიაღწია საკუთარ მიზანს. აქედან გამომდინარე, იბარებენ უკვე მეორედ და იმედია, უკეთ მოემზადებიან მეორე შემთხვევაში. რაც შეეხება გადაწყვეტილებას, ისევე როგორც პირველ ჯერზე, გიორგი გახარიამ პერსონალურად გადაწყვიტა მისულიყო თუ არა საგამოძიებო კომისიაზე და ეპასუხა თუ არა იმ შეკითხვებისთვის, რომელიც ამ კომისიის ფორმატში იყო დასმული. გიორგი გახაირია პერსონალურად გადაწყვეტს, მიიღოს მონაწილეობა თუ არა ამ პროცესში," - აცხადებს პარტიის "გახარია საქართველოსთვის" წევრი, ტატა ხვედელიანი.

დღის ამბები