19 ივლისი 2025,   12:22
ვრცლად
"ასე იყო სააკაშვილის შემთხვევაშიც, ახლა მზია ამაღლობელი და სხვები, რომელთა მიმართაც არის კონკრეტული კითხვები და ბრალდებები, გამოჰყავთ დემოკრატიის შუქურად" - ირაკლი ზარქუა ევროპარლამენტში ინიიცირებულ რეზოლუციაზე

"ევროპარლამენტში გრძელდება გარკვეული ჯგუფების მიერ საქართველოს გაშავება ამ მოგონილი, გიჟური ბრალდებებით," - ასე გამოეხმაურა "ქართული ოცნების" წევრი, ირაკლი ზარქუა ევროპარლამენტში ინიიცირებულ რეზოლუციას, სადაც "ნეტგაზეთის" ერთ-ერთი დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის საქმეც არის ნახსენები.

ზარქუა მიიჩნევს, რომ როგორც მიხეილ სააკაშვილის შემთხვევაში "აშავებდნენ" საქართველოს "გარკვეული ჯგუფები", ახლაც იგივე პროცესები მიმდინარეობს.

"გრძელდება გარკვეული ჯგუფების მიერ საქართველოს გაშავება ამ მოგონილი, გიჟური ბრალდებებით. მაგალითად, იცით თქვენ, რომ რეზოლუციები რეზოლუციებს ეწყობოდა, რომელიც "ნაცმოძრაობის"და მათი პატრონების მიერ იყო ლობირებული, სადაც ეწერა ხოლმე, რომ სააკაშვილი თურმე პოლიტპატიმარია, კეზერაშვილი მედიამენეჯერია...

ისევე, როგორც სააკაშვილის შემთხვევაში, რომელიც ბრალდებული იყო ათას დანაშაულში, ასე გაერთიანებულები უტევდნენ და აშავებდნენ ჩვენს ქვეყანას და ამბობდნენ, რომ კლავენ სააკაშვილს, წამლავენ სააკაშვილს, რომ ის პოლიტპატიმარია - ახლა სად არიან? გაქრნენ. ზუსტად იგივე განწყობა, მიმართება და დაფინანსება არის ახლა მზია ამაღლობელი და სხვები, რომელთა მიმართაც არის კონკრეტული კითხვები და ბრალდებები, გამოჰყავთ დემოკრატიის შუქურად - ეს კინო ჩვენ ნანახი გვაქვს," - აცხადებს ირაკლი ზარქუა.

დღის ამბები