
"არსად, არცერთ ფორმატში, რაც აქამდე ჩატარებულა ადგილობრივი არჩევნები, ეუთო/ოდირი არ ყოფილა მოწვეული. ეს პრაქტიკაა ასეთი, ჩვენთანაც და სხვაგანაც", - ეს განცხადება პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი ზარქუამ გააკეთა.
მისი თქმით, ვის მოიწვევს მმართველი გუნდი ოქტომბრის მუნიციპალური არჩევნების დასაკვირვებლად, ეს მხოლოდ მისი გადასაწყვეტია.
“რატომ აძლევს ბრიტანეთის საელჩო თავს ამ სითავხედის უფლებას? პირველი, არსად, არცერთ ფორმატში, რაც აქამდე ჩატარებულა ადგილობრივი არჩევნები, ეუთო/ოდირი არ ყოფილა მოწვეული. ეს პრაქტიკაა ასეთი, ჩვენთანაც და სხვაგანაც. მეორე, ჩვენ ვის მოვიწვევთ და ვის არა, ეს ჩვენი გადასაწყვეტია და ამასთან დაკავშირებით, რამდენიმე თვით ადრე გაიგებთ. ბრიტანეთის საელჩო და მისი ელჩი, რომელიც თურმე მედიამონიტორინგის ხასიათით აფინანსებდა რადიკალებს, აფინანსებდა ნაცმოძრაობის 5 ნომერს, აფინანსებდა საიას, რომელიც დღემდე არალეგიტიმურ გვეძახის და რამდენიმე თვის წინ, მიტინგზე იდგა, რომ დავამხოთ ეს ხელისუფლებაო, აფინანსებს ოპოზიციური ლიდერების ორგანიზაციებს და დასკვნა რა უნდა დადონ ამათმა, რომელიც დღემდე არალეგიტიმურს და გაუგებარ სიტყვებს გვეძახიან,“ - აცხადებს ირაკლი ზარქუა.