19 ივლისი 2025,   11:48
ვრცლად
"ხაზს ვუსვამ, რომ ჩვენ არ გვინდა, სასჯელი იყოს ქართველ ხალხზე, გვინდა, რომ იყუროს კონკრეტული სასჯელები იმ პირებზე, რომლებიც არღვევენ მასობრივად ადამიანის უფლებებს" - გიორგი ვაშაძე ევროპარლამენტში ინიციირებულ რეზოლუციაზე

"ძალიან მნიშვნელოვანია ეს რეზოლუცია იმისთვის, რომ ეს დაედოს საფუძვლად იმ ახალ პოლიტიკას, რომელიც საქართველოსთან მიმართებაში ჩამოყალიბდება," - ეს განცხადება "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ ევროპარლამენტში ინიიცირებულ რეზოლუციასთან დაკავშირებით გააკეთა, სადაც საქართველოს ხელისუფლება კრიტიკულად არის შეფასებული. 

გიორგი ვაშაძე ხაზს უსვამს, რომ "სასჯელი" უნდა დაეკისროს არა ქართველ ხალხს, არამედ კონკრეტულ პირებს, რომლებიც ადამიანის უფლებებს არღვევენ. 

"ხაზს ვუსვამ, რომ ჩვენ არ გვინდა, სასჯელი იყოს ქართველ ხალხზე, გვინდა, რომ იყოს კონკრეტული ქმედებები და სასჯელები იმ პირებზე, რომლებიც მასობრივად არღვევენ  ადამიანის უფლებებს, - პოლიტიკურ, აღმასრულებელ ორგანოებში არსებულ პირებზე," - აცხადებს გიორგი ვაშაძე.
 
დღის ამბები