18 ივლისი 2025,   18:33
ვრცლად
არათუ დემოკრატიული, არამედ არ არსებობს ჰიბრიდული რეჟიმებიც კი, ავტოკრატიისკენ გადახრილი, რომელშიც ოდირი არჩევნებს არ აკვირდება, ეს ხდება მხოლოდ უმძიმეს ავტოკრატიებში - თაზო დათუნაშვილი

ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევად აფასებს მმართველი გუნდი ბრიტანეთის საელჩოს განცხადებას. დიპლომატიურმა მისიამ დღეს საქართველოს ხელისუფლებას ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებზე ეუთო/ოდირის მისიის მოწვევა მოსთხოვა და განაცხადა, რომ ქართულ სამოქალაქო ორგანიზაციებს აფინანსებდა. 

მმართველ გუნდში ამბობენ, რომ იმ ორგანიზაციების დაფინანსება, რომლებიც ექსტრემიზმს ახალისებენ, პოლიტიკურ პროცესებზე გავლენის მოხდენის მცდელობაა და ეუთო/ოდირის მოწვევა ქვეყანაში სრულად სცდება საელჩოს უფლებამოსილებას. ცოტა ხნის წინ განცხადება გაკეთდა ცესკოშიც.

ოპოზიციაში აცხადებენ, რომ არათუ დემოკრატიული, არამედ ჰიბრიდული რეჟიმიც კი არ არსებობს, რომლის არჩევნებსაც ოდირი არ აკვირდება.

"არათუ დემოკრატიული, არამედ არ არსებობს ჰიბრიდული რეჟიმებიც კი, ავტოკრატიისკენ გადახრილი, რომელშიც ოდირი არჩევნებს არ აკვირდება. ასეთი რამ არ არსებობს. მათ უნდათ ჩაატარონ არჩევნები ყველანაირი დაკვირვების გარეშე და ეს ხდება მხოლოდ უმძიმეს ავტოკრატიებში“, - აცხადებს პარტია ”ლელო - ძლიერი საქართველოს” პოლიტიკური საბჭოს წევრი თაზო დათუნაშვილი.

დღის ამბები