
პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის, დავით მათიკაშვილის თქმით, როდესაც ოპოზიციაში საუბრობენ არჩევნების ჩაშლაზე, ნათელია, რომ "დავალების ჭრილში კონკრეტული მითითება აქვთ მიღებული".
მათიკაშვილის განცხადებით, "რაც უფრო მეტად მოახლოვდება არჩევნები, მით უფრო ღიად და საზოგადოებისთვის გასაგებ ენაზე, აგენტურული ოპოზიცია ილაპარაკებს რა გეგმები აქვთ საქართველოსთან მიმართებით".
"როდესაც საუბრობენ ჩაშლაზე, ნათელია, რომ დავალების ჭრილში აქვთ მიღებული კონკრეტული მითითება. ლეგიტიმური, გამართული, ელექტრონული მოწყობილობებით აღჭურვილი არჩევნები, სადაც ვერავინ დედამიწის ზურგზე ვერ შეძლებს იოტისოდენა გადახრას წესიდან და გაყალბებას, ცხადია არ აწყობთ იმ ძალებს, რომლებიც 2012 წლამდე ხელისუფლებაში გაყალბებით მოდიოდნენ, რომელ პოლიტიკურ ძალასაც წარმოადგენს ელენე ხოშტარია. რაც უფრო მეტად მოახლოვდება არჩევნები, მით უფრო ღიად და საზოგადოებისთვის გასაგებ ენაზე, აგენტურული ოპოზიცია ილაპარაკებს, რა გეგმები აქვთ საქართველოსთან მიმართებით", - განაცხადა დავით მათიკაშვილმა.