08 ივლისი 2025,   06:26
ვრცლად
არ არის აუცილებელი, რევოლუციური ცვლილება მაინც და მაინც ქუჩაში მოხდეს... რევოლუციური ცვლილება შეიძლება მოხდეს საარჩევნო უბანზე - ლევან სანიკიძე

კიდევ ერთ აღიარებად აფასებს მმართველი გუნდი ბორის ჩელე ყურუას განცხადებას ერთ-ერთ სატელევიზიო ეთერში, სადაც ოპოზიციის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ, რევოლუციის წარუმატებელი მცდელობის შემდეგ, დღეს ადამიანები ისჯებიან.

მმართველ გუნდში ამბობენ, რომ რევოლუციის მზადების სცენარზე "ქართული ოცნება" მუდმივად საუბრობდა, რასაც მათი ოპონენტები უარყოფდნენ. მათივე შეფასებით, ეს სცენარი დღის წესრიგიდან მოხსნილი არც დღეს არის, თუმცა მცდელობა წარუმატებელი იქნება.

”ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" წევრის, ლევან სანიკიძის განმარტებით, რევოლუციური ცვლილება არ არის აუცილებელი მაინც და მაინც ქუჩაში მოხდეს, მისი თქმით, შესაძლოა, რევოლუცია საარჩევნო უბანზეც მოხდეს.

"რევოლუციური ცვლილება არ არის აუცილებელი მაინც და მაინც ქუჩაში მოხდეს. რევოლუციური ცვლილება შეიძლება მოხდეს საარჩევნო უბანზე. არ ვიცი, ჩელე რას გულისხმობდა. მე მგონია, თუ ხელისუფლების ცვლილება მოხდებოდა 26 ოქტომბერს, როგორც იყო დაგეგმილი და როგორც უნდა მომხდარიყო საარჩევნო უბნებზე, ესეც რევოლუციური ცვლილება იქნებოდა", - განაცხადა ლევან სანიკიძემ.

დღის ამბები