17 ივლისი 2025,   11:00
ვრცლად
რომში, 80 წლის მამაკაცი ცნობილი "ესპანური კიბეებიდან" ავტომობილით ჩამოვიდა და შუა გზაზე გაიჭედა

რომის ცენტრალურ, ისტორიულ უბანში, 80 წლის მამაკაცი, ცნობილი "ესპანური კიბეებიდან" ავტომობილით ჩამოვიდა და შუა გზაზე გაიჭედა. ინფორმაციას abcnews-ი ავრცელებს.

პოლიციამ განაცხადა, რომ მამაკაცი ალკოჰოლზე შეამოწმეს და ტესტმა უარყოფითი პასუხი დაადგინა. 80 წლის კაცი ისტორიული მონუმენტიდან ავტომობილით ჩამოსვლის გამო ადგილზე დააჯარიმეს. პოლიციას შემთხვევის სხვა დეტალები არ გაუსაჯაროვებია, მათ შორის, ის თუ ვისი საკუთრებაში იყო ავტომობილი და იყენებდა თუ არა მამაკაცი ნავიგაციას.

მოგვიანებით, სახანძრო-სამაშველო ბრიგადებმა, სპეციალური ტექნიკის გამოყენებით, ავტომობილი მონუმენტიდან აიღეს. პოლიციამ მედიისთვის დამატებითი ინფორმაციის მიწოდების თხოვნას არ უპასუხა.

Police in Rome say an 80-year-old man drove a compact luxury Mercedes A Class sedan part way down the city

Confused driver gets car stuck on famous Italian tourist attraction | The  Independent

დღის ამბები