08 ივლისი 2025,   06:44
ვრცლად
4 წელი და 20-მდე სხვადასხვა მიმართულება - დედაქალაქის მერმა თბილისის მთავრობის ანგარიში წარადგინა და მთავარ პრიორიტეტად სატრანსპორტო პოლიტიკის მოწესრიგება დაასახელა

4 წელი და 20-მდე სხვადასხვა მიმართულება - დედაქალაქის მერმა, თბილისის მთავრობის ანგარიში წარადგინა. კახა კალაძემ ისაუბრა ისეთი პროექტების შესახებ, როგორიცაა: ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამა, დაუმთავრებელი მშენებლობები, რეკრეაციული სივრცეების განვითარება. ანგარიში ყველა ძირითად საკითხს აერთიანებს, რაც ურბანულ და სატრანსპორტო პოლიტიკას უკავშირდება, მათ შორის არის ისტორიული სივრცეებიც.

მთავარ პრიორიტეტად სატრანსპორტო პოლიტიკის მოწესრიგება რჩება. ბოლო რამდენიმე წელში დედაქალაქს 916 ახალი ავტობუსი ემსახურება. სრულად განახლდა მიკროავტობუსების პარკი. თბილისის მეტროს 27 ერთეული ახალი ვაგონი დაემატა. რეაბილიტაცია ჩაუტარდა "გოცირიძის" და "ავლაბრის" მეტროსადგურებს.

ანგარიში რომ მოსახლეობის საჭიროებებზეა მორგებული, ამაზე აქცენტს ექსპერტები აკეთებენ. ამბობენ, რომ კონკრეტული გადაწყვეტილებები მოქალაქეების უსაფრთხოებას და სატრანსპორტო პოლიტიკის განვითარებას კიდევ უფრო შეუწყობს ხელს.

თბილისის მთავრობის ანგარიშს აფასებს პრემიერ-მინისტრი. ირაკლი კობახიძის თქმით, განვითარების ტემპი დედაქალაქში თვალსაჩინოა. პრემიერი მთავრობის მხრიდან მხარდაჭერას კიდევ ერთხელ ადასტურებს.

თბილისის მთავრობის ანგარიშში მოხვდა ის პროექტებიც, რომელიც კახა კალაძის ხელმძღვანელობით, ბოლო 8 წლის განმავლობაში განხორციელდა. 2017 წლიდან დღემდე დედაქალაქის მერია ურბანული და სატრანსპორტო მიმართულებით მუშაობას მოსახლეობასთან კომუნიკაციის პარალელურად აგრძელებს.

დღის ამბები