
"გირჩი - მეტი თავისუფლების" ყოფილმა წევრმა წარუმატებელ რევოლუციასთან დაკავშირებით ერთ-ერთ ტელეარხზე ისაუბრა. გუშინ ნათქვამი სიტყვები, დღეს, "კურიერთან" სატელეფონო ინტერვიუს დროს უარყო და თქვა, რომ ოპოზიციას სამწუხაროდ, რევოლუციური სცენარი არ ჰქონია.
წამოცდენა და აღიარება - მმართველ გუნდში ამბობენ, რომ ბორის ჩელე ყურუას სიტყვებმა კიდევ ერთხელ დაადასტურა ის, რაზეც "ქართული ოცნება" უკვე დიდი ხანია საუბრობს. სახელისუფლებო პარტიაში დარწმუნებული არიან, რომ ოპონეტების გეგმა ქვეყანაში დესტაბილიაციის მოწყობა იყო, თუმცა მიზანი რეალობად ვერ იქცა.
რევოლუციური ცვლილების გზა "ნაციონალური მოძრაობისთვის" მხოლოდ ქუჩაზე არ გადის. ექსპრეზიდენტის გუნდისგან განსხვავებით კი, ექსპრემიერის პარტიაში ამბობენ, რომ ნებისმიერი სახის რევოლუციურ სცენარს ემიჯნებიან.
ბორის ჩელე ყურუას გუშინ ნათქვამმა სიტყვებმა, მმართველ გუნდს თვეების წინ საკანონმდებლო ორგანოსთან განვითარებული მოვლენები გაახსენა. სახელისუფლებო გუნდი ქვეყნის ფარგლებს გარეთ დაწერილ სცენარზე საუბრობს და აქციების დროს დაკავებულებზე პასუხისგმებლობას ევროპელ პოლიტიკოსებს აკისრებს. პრემიერ-მინისტრის თქმით, ოპოზიციის რევოლუციური გეგმა წარმატებული ვერც მომავალში იქნება.
მმართველი გუნდი დესტაბილიზაციის მორიგ მცდელობებს თვითმმართველობის არჩევნებისთვის ელოდება და ოპონენტებს ისევ მარცხს უწინასწარმეტყველებს.
ავტორი: ნანა გოგატაძე