
შინაგან საქმეთა მინისტრმა მცხეთა-მთიანეთის რეგიონში საპოლიციო დანაყოფების ხელმძღვანელებთან სამუშაო შეხვედრები გამართა.
გეკა გელაძე სამინისტროს სხვა სტრუქტურულ დანაყოფებსაც ეწვია.
მინისტრმა დაცვის პოლიციისა და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ტექნიკა და აღჭურვილობა დაათვალიერა. ინფორმაცია მიიღო რეგიონში დანაშაულთან ბრძოლის, პრევენციული ღონისძიებებისა და საგზაო მიმართულებით არსებულ ვითარებაზე.