17 ივლისი 2025,   09:45
ვრცლად
რა უტიფრობა და პარადოქსია, რომ რადიკალური ოპოზიციის მედია და რადიკალური ოპოზიცია დღეს პოლიტიკურ დღის წესრიგს იმაზე აწყობს, თუ რატომ არ იწვევს მმართველი გუნდი ეუთო/ოდირს მუნიციპალურ არჩევნებზე - რატი იონათამიშვილი

რა უტიფრობა და პარადოქსია, რომ რადიკალური ოპოზიციის მედია და რადიკალური ოპოზიცია დღეს პოლიტიკურ დღის წესრიგს იმაზე აწყობს, თუ რატომ არ იწვევს მმართველი გუნდი ეუთო/ოდირს მუნიციპალურ არჩევნებზე, - წერს ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე სოციალურ ქსელში. 

რატი იონათამიშვილი აღნიშნავს, რომ "რადიკალური ოპოზიციის მედიამ" და "რადიკალურმა ოპოზიციამ", საპარლამენტო არჩევნების დროს, ფეხქვეშ გათელეს ეუთო/ოდირის დასკვნა.

"რა უტიფრობა და პარადოქსია, რომ რადიკალური ოპოზიციის მედია და რადიკალური ოპოზიცია, რომლებმაც ფეხქვეშ გათელეს ეუთო/ოდირის დასკვნა საპარლამენტო არჩევნების დროს, იგნორირება გაუკეთეს მისიის მთავარ შეფასებას - "ქართული ოცნება" - არჩეული ხელისუფლება", დღეს კი პოლიტიკურ დღის წესრიგს იმაზე აწყობს, თუ რატომ არ იწვევს მმართველი გუნდი ეუთო/ოდირს მუნიციპალურ არჩევნებზე", - წერს რატი იონათამიშვილი.

დღის ამბები