
სოროკას საავადმყოფოში აფეთქების შედეგად 86 ადამიანი დაშავდა, ზოგიერთის მდგომარეობა კრიტიკულია. ირანმა ბეერ-შევაში მდებარე ამ სამედიცინო კომპლექსს ბალისტიკური რაკეტა ესროლა.
დაიბომბა ისრაელის რამდენიმე ქალაქი. დანგრეულია სამოქალაქო ინფრასტრუქტურა და საცხოვრებელი სახლები.
აფეთქებების ხმა ისმოდა თეირანშიც. "ცახალმა" ირანის დედაქალაქში თავდაცვის სამინისტროს შტაბ-ბინას და ნავთობ გადამამუშავებელ საწარმოს დაარტყა. იერიშები იყო ქვეყნის ბირთულ ობიექტებზეც.