18 ივლისი 2025,   17:17
ვრცლად
Telegraph: უკრაინას აქვს პრობლემა, რომელზეც არავინ საუბრობს - ახალგაზრდა ქალები ქვეყანას მასობრივად ტოვებენ 

უკრაინას პრობლემა აქვს, რომელზეც არავინ საუბრობს - მიმდინარე ომის ფონზე, ახალგაზრდა ქალები ქვეყნიდან მასობრივად გადიან, რაც კითხვებს ბადებს იმასთან დაკავშირებით თუ როგორ შეძლებს ქვეყანა დემოგრაფიულ აღდგენას ომის დასრულების შემდეგ. 

როგორც გავლენიანი გამოცემა Telegraph-ი წერს, ომის დაწყებისა და საომარი მდგომარეობის დაწესების შემდეგ, ახალგაზრდა მამაკაცებს 18 წლის შემდეგ უკრაინის დატოვება ეკრძალებათ, თუმცა ახალგაზრდა ქალებს თავისუფლად შეუძლიათ წასვლა.

კონფლიქტის დაწყებიდან სამი წლის შემდეგ, ბევრმა სწორედ ამის გაკეთება აირჩია და ომისგან განადგურებული უკრაინა ევროპულ ქალაქებზე გაცვალა, რომლებიც ვლადიმერ პუტინის დრონებისა და ბომბების საფრთხისგან შორს არიან.

დაბრუნებით ცოტა თუ ბრუნდება და ყოველწლიურად მეტი ადამიანი გადის ქვეყნიდან.

გარდა იმისა, რომ ეს არის ქვეყნიდან ტვინის გადინება - წასულებს შორის უკრაინის ყველაზე ჭკვიანი ადამიანებიც არიან. ამასთან, ემიგრაციის ტალღა ნელი მოქმედების დემოგრაფიული ბომბია.

რუსეთთან ძვირადღირებულ, გამოფიტვის ომში ჩარჩენის გამო, არსებობს რეალური შეშფოთება იმის შესახებ, თუ ვინ აღადგენს ქვეყანას ომის დასრულების შემდეგ, თუ ქვეყნის ახალგაზრდები არ დაბრუნდებიან.

როგორც Telegraph-თან საუბრისას უკრაინელი მასწავლებლები აღნიშნავენ, სკოლის დასრულების შემდეგ, სულ უფრო მეტი ახალგაზრდა ცდილობს ქვეყნიდან გასვლას და სწავლის სხვადასხვა ევროპულ უნივერსიტეტებში გაგრძელებას. 

“ომის გამო სიტუაცია ყოველდღიურად უარესდება, რაც ახალგაზრდებს აიძულებს, უკრაინის ნაცვლად, საზღვარგარეთ, ევროპული უნივერსიტეტები აირჩიონ“, - განუცხადა მასწავლებელმა The Telegraph-ს.

პოლონეთმა ევროპის ნებისმიერ სხვა ქვეყანასთან შედარებით მეტი უკრაინელი სტუდენტი მიიღო. საინფორმაციო სააგენტო “უკრინფორმის“ მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 2023 წელს, პოლონეთის უნივერსიტეტებში უცხოელი სტუდენტების საერთო რაოდენობის თითქმის 45% უკრაინელი იყო.

თუმცა, მონაცემები ასევე აჩვენებს ახალგაზრდა ქალების რაოდენობის საგანგაშო ზრდას, რომლებიც უკრაინის დატოვებას და საზღვარგარეთ სწავლას ამჯობინებენ.

საინფორმაციო სააგენტო “რადონის“ ცნობით, შეჭრის შემდეგ, წელს პოლონეთის უნივერსიტეტებში ჩარიცხული უკრაინელი ქალი სტუდენტების რაოდენობა თითქმის გაორმაგდა. ჩამოსული ახალგაზრდა მამაკაცების რიცხვი კიდევ უფრო გაიზარდა.

გამოცემის ინფორმაციით, ევროპის პრესტიჟული საგანმანათლებლო დაწესებულებების, რა თქმა უნდა, ახალგაზრდა უკრაინელებს იზიდავს. მაგრამ ძირითადად, მათ უბრალოდ ომისგან თავის დაღწევა სურთ.

გაეროს მონაცემებით, ამჟამად უკრაინის ფარგლებს გარეთ დაახლოებით 2.3 მილიონი უკრაინელი ლტოლვილი ბავშვი ცხოვრობს.

2024 წელს, უკრაინაში ბაკალავრიატის სტუდენტების რაოდენობა მკვეთრად შემცირდა, თითქმის 51,700-ით. ეს ნაწილობრივ იმით იყო განპირობებული, რომ აპლიკანტების მეათედზე მეტმა ვერ ჩააბარა მისაღები გამოცდები, რაც სკოლის განათლების ხარისხთან დაკავშირებით შეშფოთებას იწვევს.

ამასთან, აღსანიშნავია, რომ 2022 წლიდან მოყოლებული, უკრაინაში 3,676 საგანმანათლებლო დაწესებულება დაზიანდა ან განადგურდა.

დღის ამბები