18 ივლისი 2025,   17:54
ვრცლად
თეთრ სახლში აცხადებენ, რომ ტრამპი ირან-ისრაელის კონფლიქტში ჩართვასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას მომდევნო ორ კვირაში მიიღებს

თეთრი სახლის პრესმდივანმა, კეროლინ ლევიტმა განაცხადა, რომ ამერიკის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ირან-ისრაელის კონფლიქტში ჩართვასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას მომდევნო ორ კვირაში მიიღებს.

ამის შესახებ ლევიტმა თეთრი სახლში გამართული პრესკონფერენციისას ისაუბრა.

"იმის გათვალისწინებით, რომ უახლოეს მომავალში ირანთან მოლაპარაკებების დიდი ალბათობა არსებობს, პრეზიდენტი გადაწყვეტილებას მომდევნო ორი კვირის განმავლობაში მიიღებს," - განაცხადა პრესმდივანმა.

დღის ამბები