08 ივლისი 2025,   06:53
ვრცლად
ეს კანონპროექტი იმ ადამიანებისკენ არის მიმართული, რომლებიც მიიღებენ ზარალს, რათა მათ ჰქონდეთ საშუალება და მოლოდინი, რომ ეს ზარალი აინაზღაურონ - ზვიად შალამბერიძე ქონებრივი ზიანის ანაზღაურების ახალ წესზე

დღეს პარლამენტში სისხლის სამართლის კოდექსში შესატანი ცვლილებების საკომიტეტო განხილვა იწყება.

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე ქონებრივი ზიანის ანაზღაურების ახალ წესზე იმსჯელებენ.

სიახლის მიხედვით, ციხე ზარალის ანაზღაურების თავის არიდების გამოსავალი აღარ იქნება და ბრალდებულს ან მსჯავრდებულს მისი გადახდა მაინც მოუწევს. საუბარია თაღლითობის, ძარცვის, ქურდობის და ყაჩაღობის შედეგად მიყენებულ ქონებრივ ზიანზე. თანხის გადახდამდე დამნაშავე ქვეყანას ვერ დატოვებს.

პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, ზვიად შალამბერიძის განცხადებით, კანონპროექტი იმ ადამიანებისკენ არის მიმართული, რომლებმაც ზარალი ნახეს, თუმცა მათ კომპენსაციის შესაძლებლობა არ არსებობდა.

"ყაჩაღობა, ქურდობა და სხვადასხვა [შემთხვევაში] დამნაშავე ისჯება, მაგრამ ვის წინააღმდეგაც იყო დანაშაული ჩადენილი იმ ადამიანისთვის ზარალის კომპენსაცია და კომპენსირება არ ხდება. შესაბამისად, ეს კანონპროექტი აქეთ არის მიმართული, რომ ადამიანები, რომლებიც მიიღებენ ზარალს, მათ ჰქონდეთ იმის საშუალება და მოლოდინი, რომ ეს ზარალი უკან აინაზღაურონ", - განაცხადა ზვიად შალამბერიძემ.

დღის ამბები