08 ივლისი 2025,   05:32
ვრცლად
ფინანსური ტექნოლოგიების განვითარება, კერძო და საჯარო სექტორებს შორის თანამშრომლობა, გამოცდილების გაზიარება- თბილისი საერთაშორისო კონფერენციას მასპინძლობს

ფინანსური ტექნოლოგიების განვითარება, კერძო და საჯარო სექტორებს შორის თანამშრომლობა, გამოცდილების გაზიარება - თბილისი საერთაშორისო კონფერენციას მასპინძლობს. ახალი სტრატეგია ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა წარმოადგინა. ნათია თურნავა სამომავლო პერსპექტივებზე საუბრობს.

ფინანსური ტექნოლოგიების განვითარებაში ჩართულია სხვადასხვა სამინისტრო და დედაქალაქის მერიაც. უწყების წარმომადგენლები ამბობენ, რომ საინფორმაციო და საკომუნიკაციო სექტორის ზრდა- ეკონომიკური სტაბილურობის წინაპირობაა. საუბრობენ კონკრეტულ პროექტებზეც.

კონფერენციის ფარგლებში, უცხო ქვეყნის გამოცდილებაზეც ისაუბრეს. მათ შორის, პროექტებზე, რომელბიც ბიზნესის მხარდაჭერას და კრიზისზე დროულ რეაგირებას უწყობს ხელს.

ღონისძიება სრულად დაეთმო ფინანსური ტექნოლოგიების განვითარებას და არსებული გამოწყვევების გადაჭრის შესახებ მსჯელობას. დღის მეორე ნახევარში, საკითხზე პანელური დისკუსიაც გაიმართა.

დღის ამბები