
გელათის რეაბილიტაციის დროებითმა კომიტეტმა, თბილისში გამართულ საერთაშორისო კონფერენციაზე, 2023-2025 წლების საქმიანობის ანგარიში წარადგინა.
ორწლიანი ანგარიში მოიცავს გელათის მონასტრის მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლის განახლებული მართვის გეგმის პროექტს, გელათის ღმრთისმშობლის შობის სახელობის ტაძრის დროებითი გადახურვისა და ხარაჩოს მოწყობის საკითხებს.
კონფერენცია გახსნეს და დამსწრეებს სიტყვით მიმართეს საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა, გელათის რეაბილიტაციის დროებითი კომიტეტის თავმჯდომარემ, მეუფე შიომ (მუჯირი), და ასევე ქართველმა და უცხოელმა ექსპერტებმა, რომლებიც აქტიურად არიან ჩართული შუა საუკუნეების გამორჩეული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის დაცვისა და რეაბილიტაციის მიმართულებით ჩატარებულ სამუშაოებში.
საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტ შიოს (მუჯირი) სიტყვა გელათის რეაბილიტაციის დროებითი კომიტეტის ორწლიანი საქმიანობისადმი მიძღვნილ საერთაშორისო კონფერენციაზე:
"მუშაობის ყველა ეტაპზე, თითოეულ მოქმედებაში, განსაკუთრებული ყურადღება ექცევა ხარისხ, რათა ყველა საკონსერვაციო მიმართულება საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად ხორციელდებოდეს. რეაბილიტაციის პროცესში დაიძლია მთავარი სირთულე - შეჩერებულია შეუქცევადი დაზიანების საფრთხეები და მიმდინარეობს ფართომასშტაბური მუშაობა, როგორც სამეცნიერო კვლევა-დიაგნოსტიკის, ასევე ფიზიკური სამუსაოების მხრივ,"- აცხადებს მიტროპოლიტი შიო.