18 ივლისი 2025,   18:02
ვრცლად
ცვლილება ხუთ კანონში და მთავარი სიახლე, ზიანის გამარტივებული წესით ანაზღაურების შესაძლებლობა - პარლამენტმა ახალი საკანონმდებლო პაკეტის განხილვა დაიწყო

ცვლილება ხუთ კანონში და მთავარი სიახლე - ზიანის გამარტივებული წესით ანაზღაურების შესაძლებლობა - პარლამენტმა ახალი საკანონმდებლო პაკეტის განხილვა დაიწყო. კანონპროექტის მიხედვით, ინერგება მექანიზმი, რომლის მიხედვით, დაზარალებული შეძლებს ზიანი აინაზღაუროს, როგორც დანაშაულის ჩამდენი პირისგან, ასევე ამ პირის ახლო ნათესავისგან ამოღებული ქონების ფარგლებში. საკანონმდებლო პაკეტი ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტზე განიხილეს.

ცვლილებები მიუღებელია ოპოზიციისთვის. მმართველი გუნდის ოპონენტები ამბობენ, რომ კანონმდებლობას, მისი საბოლოო დამტკიცების შემთხვევაში, ხელისუფლება მისთვის მიუღებელი პირების დევნისთვის გამოიყენებს.

ახალი ინიციატივა, საქართველოდან გასვლის აკრძალვას ითვალისწინებს. ქვეყნის ფარგლებს გარეთ გასვლის აკრძალვის ვადა ნაკლებად მძიმე დანაშაულისთვის 6 წლით, მძიმე დანაშაულისთვის - 12, განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისთვის კი 16 წლით განისაზღვრება. კანონპროექტის ინიციატორები ამბობენ, რომ ცვლილებები ზიანის ანაზღაურების სწრაფ და ეფექტურ ნორმებს ადგენს.

ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტმა საკანონმდებლო პაკეტს მხარი დაუჭირა. პირველი მოსმენით კენჭისყრა პლენარულ სხდომაზე, მომდევნო კვირაში გაიმართება.

დღის ამბები