
პოლონეთის სასამართლოები, ბოლო საპრეზიდენტო არჩევნებზე სავარაუდო გაყალბების 5000-ზე მეტ საქმეს განიხილავენ.
გამოცემის ცნობით, ეს არის ადგილობრივი საკითხები, რომლებიც ნაკლებად სავარაუდოა, რომ გავლენას მოახდენს შედეგზე. კონსერვატორმა კაროლ ნავროცკიმ არჩევნები ამ თვის დასაწყისში მოიგო.
სამ კვირაზე ნაკლები გავიდა მას შემდეგ, რაც პოლონელებმა საპრეზიდენტო არჩევნებში ხმა მისცეს ოპოზიციონერ, კონსერვატორ ნავროცკის. 37 მილიონიან ქვეყანაში, პოლიტიკური ვითარება მკვეთრად შეიცვალა.
მთავრობა სეიმს უნდობლობის გამოცხადებას გადაურჩა, მაგრამ მეორე ყველაზე ძლიერი კოალიციური ჯგუფი, "მესამე გზა", არჩევნებში დამარცხების შემდეგ დაიშალა. გამოკითხვების თანახმად, ახალი საპარლამენტო არჩევნების შემთხვევაში, პრემიერ-მინისტრი, დონალდ ტუსკი უმრავლესობას ვერ დაიბრუნებს. სწორედ ამიტომ, ის თავისი კაბინეტის რეორგანიზაციას გეგმავს.
”მნიშვნელოვანი იქნება არა პერსონალი, არამედ უფრო მცირე მთავრობა, მეტად ორიენტირებული მთავარ ამოცანებზე”, - თქვა ტუსკმა.
თუმცა, ხელისუფლების სირთულეები ამით არ მთავრდება. არჩეული პრეზიდენტის პირველი ნაბიჯები მიუთითებს იმაზე, რომ ევროკავშირში ქვეყნის პოზიციის გამო დაპირისპირებები იქნება. ნავროცკი, პრეზიდენტის სასახლეში, თავის კაბინეტს მკაცრი ევროსკეპტიკოსებით შეავსებს.
არჩევნების ნამდვილობა, ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომაზე, ივლისის დასაწყისში უნდა დადასტურდეს.
თუმცა, ამასობაში, სამართლებრივი დავები გრძელდება. არჩევნების მიმდინარეობასთან დაკავშირებით საზოგადოებამ ხუთი ათასი საჩივარი შეიტანა. მაგალითად: პროკურატურა იძიებს ბიალისტოკ-ბიალას საქმეს, სადაც საარჩევნო კომისიებმა, სავარაუდოდ, ნავროცკის ოპოზიციის კანდიდატის ხმები მიაწერეს. ასევე, გამოძიება მიმდინარეობს პარლამენტის დეპუტატის, ოპოზიციური პარტია "კანონისა და სამართლიანობის" წევრის მიმართ, რომელმაც არჩევნების დღეს, ამომრჩეველთა პირადობის მოწმობების შესამოწმებლად მობილური აპლიკაცია გამოუშვა. საჩივრის მიხედვით, ის მიზნად ისახავდა ხელისუფლების მომხრე ამომრჩევლების დისკვალიფიკაციას.
ვარშავის უნივერსიტეტის იურისტისა და პოლიტოლოგის, ჯოვანკა ჯაკუბეკ-ლალიკოვას თქმით, სასამართლომ უკვე მიიღო გადაწყვეტილება, რომ ზოგიერთ ოლქში ხმები უნდა გადაითვალოს. თუმცა, მისი თქმით, ასეთი შემთხვევები ბევრი არ არის და ნაკლებად სავარაუდოა, რომ გავლენა მოახდინოს არჩევნების შედეგზე.