18 ივლისი 2025,   17:31
ვრცლად
ირანის ჩრდილოეთ ნაწილში მიწისძვრა მოხდა

ირანის ჩრდილოეთ ნაწილში 5,5 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

გავრცელებულ ინფორმაციაში ნათქვამია, რომ ეპიცენტრი სემნანის პროვინციის ქალაქ სორხესთან 10 კილომეტრის სიღრმეში იყო, თუმცა მიწისქვეშა ბიძგები ახლომდებარე დასახლებებშიც იგრძნობოდა.

მიწისძვრის ეპიცენტრის ადგილზე გაემართნენ "წითელი ნახევარმთვარის" სწრაფი რეაგირების ჯგუფები.

დღის ამბები