
ალექსანდრე ლუკაშენკო მინსკში კიტ კელოგს შეხვდა, - ინფორმაციას რუსული მედია ბელარუსის პრეზიდენტის პრესსამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს. მოლაპარაკებების დღის წესრიგში შედიოდა საერთაშორისო საკითხები, მსოფლიოში არსებული ვითარება და ბელარუს-ამერიკის ურთიერთობები. ცნობისთვის, კიტ კელოგი პირველი ამერიკელი მაღალი რანგის ოფიციალური პირია, რომელიც ბელარუსს ბოლო წლებში ეწვია.