
თბილისის საქალაქო სასამართლომ მანდატურის მიმართ თავდასხმის ფაქტზე ბრალდებულ აქტივისტს, ნინო დათაშვილის პატიმრობა შეუფარდა. დათაშვილი 9ა ივნისს, საქალაქო სასამართლოში მომხდარი ფაქტის გამო დააკავეს. მას საჯარო მოსამსახურეზე თავდასხმას ედავებიან, რაც სასჯელის სახედ ჯარიმას, ან 4-დან 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
პროკურორის განცხადებით, ფაქტობრივი გარემოებები წარმოდგენილია ჩანაწერებში, სადაც მანდატურის სამსახურის წარმომადგენლის მიმართ განხორციელებული ფიზიკური ძალადობა ჩანს.
"ფაქტობრივი გარემოებები ნათლად არის წარმოდგენილი ჩანაწერებში. ჩანს განხორციელებული ფიზიკური ძალადობა მანდატურის სამსახურის წარმომადგენლის მიმართ და აქედან გამომდინარე, შესაბამისი სამართლებრივი შეფასება მიეცა. როდესაც წინააღმდეგობას უწევდა და არ ემორჩილება მანდატურის სამსახურის კანონის მიერ მოთხოვნას, რომ დაეტოვებინა პირველ ეტაპზე კონკრეტული ტერიტორიადა ასევე დაეცვა წესრიგი, ვინაიდან ხელი ეშლებოდა სასამართლოს შენობაში მიმდინარე სხვა სხდომებს, არ ემორჩილებოდა აღნიშნულ მოთხოვნას, უწევდა წინააღმდეგობას, რაც გამოიხატა სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფაში. შესაბამისი პროპორციული ძალის გამოყენებით მოხდა მანდატურის სამსახურის თანამშრომლების მიერ სასამართლო შენობის დატოვება, ბუნებრივია, ეს მათ უფლებამოსილებაში შედის,"- აცხადებს პროკურორი მედეა ცირამუა.