18 ივლისი 2025,   18:45
ვრცლად
ისრაელში, სადეპორტო დაწესებულებაში მყოფი საქართველოს მოქალაქეები უკვე სამშობლოში არიან

ისრაელში, სადეპორტო დაწესებულებაში მყოფი საქართველოს მოქალაქეები უკვე სამშობლოში არიან, მათი თვითმფრინავი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ცოტახნის წინ დაჯდა. ქართულმა მხარემ ისრაელის შესაბამის სამსახურებთან კოორდინაციით, საქართველოს მოქალაქეების უმოკლეს ვადაში სამშობლოში უსაფრთხოდ დაბრუნება უზრუნველყო.

ადგილზე იმყოფებოდა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეც. მისი განმარტებით, ქართულმა მხარემ, ისრაელის შესაბამის უწყებებთან მუშაობით შეძლო, რომ საქართველოს მოქალაქეები სამშობლოში უსაფრთხოდ ჩამოეყვანათ.

"შესაძლებელი გახდა, რომ საქართველოს ის მოქალაქეები, რომლებიც იმყოფებოდნენ ისრაელის საემიგრაციო სამსახურში იმყოფებოდნენ, უსაფრთხოდ ჩამოგვეყვანა სამშობლოში. საელჩო საგანგებო რეჟიმში მუშაობს, არის ცხელი ხაზი, რომელზეც ნებისმიერ საქართველოს მოქალაქეს შეუძლია დარეკოს და მიიღოს ინფორმაცია თუ როგორ შეუძლია დატოვოს ისრაელი. დღევანდელ დღეს, მეზობელ ქვეყნებთან გახსნილია სახმელეთო საზღვარი, სამწუხაროდ, საჰაერო სივრცე დაკეტილია. ქვეყნის დატოვების პრობლემა არ არის არსად - არცს ისრაელში და არც ირანში. ირანიდან თითქმის ყველა საქართველოს მოქალაქე წამოვიდა,"- აცხადებს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ხვთისიაშვილი. 

 

დღის ამბები