18 ივლისი 2025,   17:18
ვრცლად
ირანის ბირთვულ ობიექტებზე აშშ-ის დარტყმების შემდეგ სპარსეთის ყურის ქვეყნებში რადიაციის ნიშნები არ დაფიქსირებულა - საუდის არაბეთის ბირთვული მარეგულირებელი ორგანო

ირანის ბირთვულ ობიექტებზე აშშ-ის დარტყმების შემდეგ სპარსეთის ყურის ქვეყნებში რადიაციის ნიშნები არ დაფიქსირებულა - ამის შესახებ საუდის არაბეთის ბირთვული მარეგულირებელი და რადიოლოგიური ორგანოს განცხადებაშია აღნიშნული.

"აშშ-ის მიერ ირანის ბირთვულ ობიექტებზე სამხედრო თავდასხმის შედეგად სამეფოსა და სპარსეთის ყურის არაბული სახელმწიფოების გარემოზე რადიოაქტიური ზემოქმედება არ დაფიქსირებულა", – ნათქვამია უწყების განცხადებაში. 

აშშ-მა იერიშები მიიტანა ირანის სამ ძირითად ბირთვულ ობიექტებზე ფორდოში, ნათანზსა და ისპაჰანში. 

დღის ამბები