18 ივლისი 2025,   18:39
ვრცლად
ყველამ, ვინც უარი თქვა საგამოძიებო კომისიაზე გამოცხადებაზე, თვითონ აირჩიეს კანონისადმი უპატივცემულობა და თვითონ განსაზღვრეს, რომ ერჩივნათ მიეღოთ შესაბამისი სასჯელი - სოზარ სუბარი

საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობის ფაქტზე, საქალაქო სასამართლო ხვალ 3 ოპოზიციონერი პოლიტიკოსის საქმეზე განაჩენს გამოაცხადებს. ზურაბ ჯაფარიძე, ბადრი ჯაფარიძე და მამუკა ხაზარაძე სხდომას არ დაესწრებიან.

ზურაბ ჯაფარიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით 20 000-ლარიანი გირაო შეეფარდა, რაც მან კანონით დადგენილ ვადაში არ გადაიხადა, ამის გამო კი ის 22 ივნისს, სხდომათა დარბაზში დააკავეს. რაც შეეხება მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს, მათ 50 000 ლარიანი გირაო ჰქონდათ შეფარდებული, რაც ორივე ოპოზიციონერმა, კანონით დადგენილ ვადაში გადაიხადა.

ხვალ საგამოძიებო კომისიის სხდომაზეა დაბარებულია გიორგი გახარი. კანონმდებლებს, ექსპრემიერთან შეკითხვები ამჯერად ჩორჩანას ეპიზოდთან დაკავშირებით აქვთ, თუმცა ამ დრომდე უცნობია, მივა თუ არა საკანონმდებლო ორგანოში თავად გახარია.

"ყველა იმ ადამიანმა, ვინც უარი თქვა საკანონმდებლო ორგანოში და საგამოძიებო კომისიაზე გამოცხადებაზე, მათ თვითონ აირჩიეს კანონისადმი უპატივცემულობა და თვითონ განსაზღვრეს, რომ ამ შემთხვევაში მათ ერჩივნათ წასულიყვნენ და მიეღოთ შესაბამისი სასჯელი. სასჯელი რა იქნება, ამას სასამართლო გადაწყვეტს.

აღკვეთ ღონისძიებად პატიმრობა არც ერთ შემთხვევაში არ გამოუყენებია სასამართლოს, ყველა შემთხვევაში მოითხოვა გირაო, უბრალოდ, როცა ადამიანებმა თქვეს, რომ ჩვენ გირაოს არ გადავიხდით, ამით პირდაპირ გამოხატეს უპატივცემულობა კანონის მიმართ მეორედ და უპატივცემულობა სასამართლოს გადაწყვეტილების მიმართ და ამ შემთხვევაში, მათ სასამართლოს სხვა გზა არ დაუტოვეს", - აცხადებს საგამოძიებო კომისიის მდივანი სოზარ სუბარი.

დღის ამბები