
ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ცნობით, ირანში სამ ბირთვულ ობიექტზე დარტყმების შემდეგ, ობიექტების გარეთ რადიაციის დონის მატება არ დაფიქსირებულა. ამის შესახებ ნათქვამია სააგენტოს მიერ სოციალურ ქსელ X-ში გავრცელებულ განცხადებაში.
"ირანში სამ ბირთვულ ობიექტზე, მათ შორის ფორდოუზე დარტყმების შემდეგ, ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს შეუძლია, დაადასტუროს, რომ ამ დროისთვის ობიექტების გარეთ რადიაციის დონის მატება არ დაფიქსირებულა. ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტო ვითარების შემდგომ შეფასებას წარმოადგენს, როგორც კი მეტი ინფორმაცია გახდება ხელმისაწვდომი", - ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში.
ცნობისთვის, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ირანის სამი ბირთვული ობიექტი დაბომბა.