18 ივლისი 2025,   17:32
ვრცლად
ხელოვნური ინტელექტი, აგროტექნოლოგიები, ციფრული მარკეტინგი და კიბერ სპორტი - რეგიონში ყველაზე მასშტაბურ ტექნოლოგიურ ღონისძიებას თბილისი მასპინძლობს

როკი და ჩიაო - ასე ჰქვია "რობოტ ძაღლებს," რომლებმაც ტექნოლოგიურ ღონისძიებაზე ყველაზე დიდი მოწონება დაიმსახურეს. ქართველი სტუდენტების მიერ დაპროგრამებული ეს მოწყობილობები, კონკრეტულ ბრძანებებს ასრულებენ.

თბილისში ტექნოლოგიური ღონისძიების მთავარი კონფერენცია გაიმართა. მთავარ თემად კი, ახალი ეპოქის ფორმირება დასახელდა. ისაუბრეს ადგილობრივ სტარტაპებზე, ინვესტიციების მოზიდვაზე და ქვეყანაში ამ მიმართულებით გარემოს კიდევ უფრო განვითარებაზე. ღონისძიებაში ასზე მეტი კომპანია მონაწილეობდა. სტუმრებს შორის იყვნენ, როგორც ქართველი, ისე, უცხოელი ინოვატორები და ინვესტორები.

განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ხელოვნური ინტელექტს, აგროტექნოლოგიებს, ციფრული მარკეტინგს და კიბერ სპორტს. სამდღიანი ფორუმის ფარგლებში, ქართველ და უცხოელ სტუმრებს შესაძლებლობა აქვთ, გაცვალონ გამოცდილება და ახალი კავშირები დაამყარონ.

კონფერენციამ სტარტაპების გამოფენასაც უმასპინძლა, მოეწყო არტ-ინსტალაციების ზონა და ინტერაქციული სივრცეები.

წელს, დედაქალაქმა რეგიონის ყველაზე მასშტაბურ ტექნოლოგიურ ფორუმს პირველად უმასპინძლა.

 

ავტორი: ირაკლი კოშაძე

დღის ამბები