17 ივლისი 2025,   19:56
ვრცლად
"პრაქტიკულად თავი აარიდა მან კითხვებზე პასუხების გაცემას, აღიარა ის ბრალდება, სამწუხაროდ ასე გამოვიდა" - გურამ მაჭარაშვილი ჩორჩანას ეპიზოდსა და გიორგი გახარიას კომისიაზე დაბარების შესახებ

საგამოძიებო კომისიის სხდომაზე დაბარების შესახებ განცხადებას ავრცელებს გიორგი გახარიას პარტია. გავრცელებულ ტექსტში ვკითხულობთ, რომ ექსპრემიერი, ჩორჩანას საგუშაგოს საკითხზე, კომისიისთვის ჩვენების მიცემას დისტანციურად ითხოვს, სანამ საქართველოში დაბრუნდება. თუმცა ამავე განცხადების თანახმად, კომისია დისტანციურად გამოკითხვაზე უარს ამბობს და დაჟინებით ითხოვს, ხვალინდელ სხდომაზე გახარია ფიზიკურად გამოცხადდეს. ექსპრემიერის პარტია ამბობს, რომ კანონმდებლების ამ გადაწყვეტილებას ობიექტური ახსნა არ აქვს. 

საგამოძიებო კომისიის წევრების თქმით, თუ გახარია სხდომაზე ფიზიკურად არ გამოცხადდება, ეს მისი მხრიდან აღიარება იქნება.

"თავს არიდებს კითხვებზე პასუხის გაცემას. რა თქმა უნდა, ძალიან ძნელია შეეწინააღმდეგო სოფელ ჩორჩანაში მცხოვრებ ადამიანს, რომელიც იქ ცხოვრობს, 24 საათი იქ არის. როცა ის ხალხი ამბობს, რომ საგუშაგოს დადგმამდე უფრო დიდი ტერიტორიით ვსარგებლობდით, ვიდრე საგუშაგოს დადგმის შემდეგ - რა უნდა უპასუხოს გიორგი გახარიამ, როცა იყო შინაგან საქმეთა მინისტრი ან რა უნდა უპასუხოს უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელობას, რომელთანაც არ ჰქონია შეთანხმება და კონსულტაციები? მიხვდა როგორც ჩანს ამას და სამწუხაროდ ისევ ცბიერულად, ვითომ ხრიკი მოიგონა, რომ წავიდა და თან გაურკვეველი ვადით, გეგონება გაეროში მიიწვიეს რაღაცა მსოფლიო პოლიტიკის გადასაწყვეტად და გაურკვეველი ვადით წავიდა, მაგრამ ჩვენ ვამბობთ, რომ მას სჭირდება ფიზიკურად მოსვლა კომისიაში. ამ ფაქტით, პრაქტიკულად თავი აარიდა მან კითხვებზე პასუხების გაცემას, აღიარა ის ბრალდება, სამწუხაროდ ასე გამოვიდა, რა ბრალდებაც მას აქვს", - აცხადებს 2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმის საქმიანობის შემსწავლელი პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის წევრი გურამ მაჭარაშვილი.

ჩორჩანას ეპიზოდზე გამოძიება მიმდინარეობს პროკურატურაში. საუბარია საბოტაჟისა და მტრულ საქმიანობაში დახმარების საქმეზე საქართველოს კონსტიტუციური წყობილების და ეროვნული უშიშროების საფუძვლების წინააღმდეგ მიმართული საქმიანობისთვის ფინანსების მობილიზებაზე.

 

 

დღის ამბები