
"ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან დაგეგმილი ღონისძიების შესახებ გაფრთხილებულები ვიყავით, თუმცა ჩვენ არ ვყოფილვართ ჩართული საბრძოლო მოქმედებებში," - ამის შესახებ დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრმა, კირ სტარმერმა განაცხადა.
კირ სტარმერი სიტუაციის დეესკალაციაზე საუბრობს და მხარეებს მოლაპარაკების მაგიდასთან დაბრუნებისკენ მოუწოდებს.
"მნიშვნელოვანია, რომ ახლა ჩვენ შევძლოთ სიტუაციის დეესკალაცია, რეგიონის სტაბილიზაცია და მხარეების მოლაპარაკებების მაგიდასთან დაბრუნება. ვესაუბრე საერთაშორისო ლიდერებს, ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ სიტუაციის სტაბილიზაციისთვის, დეესკალაციისთვის და მოლაპარაკებების შედეგად მიღწეული შედეგის გასაუმჯობესებლად. ნათლად შემიძლია ვთქვა, რომ ირანს არ უნდა ჰქონდეს ბირთვული იარაღი. ეს არის რეგიონის სტაბილურობისთვის ყველაზე დიდი საფრთხე. ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან დაგეგმილი ღონისძიების შესახებ გაფრთხილებულები ვიყავით, თუმცა ჩვენ არ ვყოფილვართ ჩართული საბრძოლო მოქმედებებში", - განაცხადა სტარმერმა.
შეგახსენებთ, რომ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ირანში სამ ძირითად ბირთვულ ობიექტზე იერიში მიიტანა. შეტევა ფორდოუზე, ისპაჰანსა და ნათანზიზე განხორციელდა.