
ერთი ნაბიჯი ფინალამდე. მეგა შოუ "საქართველოს ხმის" კონკურსანტები ნახევარფინალისთვის ემზადებიან. ეს იქნება ყველაზე დაძაბული საღამო, რადგანაც პროექტს 3 მონაწილე დატოვებს და ფინალშიც სამი გადავა.
გასულ სამშაბათს კი, გამარჯვებისთვის ბრძოლას გამოეთიშა ქეთა წიკლაური, ის ერთ-ერთი იყო, რომელმაც კომპოზიტორ რუსა მორჩილაძის სიმღერა შეასრულა. მომდევნო სამშაბათს ჟიურისა და მაყურებლის წინაშე, საქართველოს ხმის მონაწილეები პატრიოტული სიმღერებით წარსდგებიან. მათ შორის მარიამ ერქომაიშვილია. 17 წლის კონკურსანტი, რომელიც ხალხური სიმღერების შემსრულებლის, საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწის, ვლადიმერ ერქომაიშვილის მეექვსე თაობაა.
6 წლის იყო, როცა ოჯახთან ერთად საცხოვრებლად ესპანეთში გადავიდა. ერთმა სატელეფონო ზარმა ყველაფერი თავდაყირა დააყენა, ანზორ ერქომაიშვილი მარიამს თბილისში ელოდებოდა. დაუვიწყარი შეხვედრა სულ მალე დიდ ტკივილად გადაიქცა.
მართალია პირადად ვერ, მაგრამ მისმა ანსამბლმა "მართვემ" ბევრი ასწავლა. მართვემ, რომელმაც 12 თაობა აღზარდა, მარიამი ამ გუნდის სოლისტია.
როცა სცენაზე სინათლე ინთება, მუსიკალური ზღაპარი მაშინ იწყება. პროექტში მონაწილეობაზე ბევრს ფიქრობდა. იმ მთავარი გადაწყვეტილების შემდეგ, ეს იყო ყველაზე სწორი ნაბიჯი სწორ დროს.
საკონკურსო სცენა ცალკე ქიმიაა. ამაზე უარი ვერ თქვა. გადაწყვიტა თავისი ნიჭი და შესაძლებლობები ქართული საზოგადოებისთვის "საქართველოს ხმაში" გაეცნო. ასეც მოხდა, გამოუვიდა. ნახევარფინალში გულშემატკივარს პატრიოტულ მოტივებზე შექმნილ ნომერს აჩუქებს. კონკურსის შედეგებზე ბევრს არ ფიქრობს, მისი დარდი, ოცნება, მისწრაფება ეპოქის ხმის ირგვლივ ტრიალებს. გვარი უნდა ასახელოს.
ავტორი: ანი გენებაშვილი