08 ივლისი 2025,   05:03
ვრცლად
გზების რეაბილიტაცია, ავარიული კორპუსების რეკონსტრუქცია, საფეხმავლო და სამანქანო ხიდების მშენებლობა - ინფრასტრუქტურული პროექტები, რომელზეც დედაქალაქის მერმა აქცენტები გააკეთა

გზების რეაბილიტაცია, ავარიული კორპუსების რეკონსტრუქცია, საფეხმავლო და სამანქანო ხიდების მშენებლობა - ეს იმ ინფრასტრუქტურული პროექტების ნაწილია, რაზეც დედაქალაქის მერმა აქცენტები გააკეთა. მხოლოდ თბილისში, ბოლო წლებში რეაბილიტაცია ჩაუტარდა 1 754 ქუჩას. აშენდა 3 ახალი ესტაკადა, საავტომობილო ხიდები და გვირაბები.

დედაქალაქის მასშტაბით უკვე დასრულებულ პროექტებს შორისაა საყრდენი კედლების მშენებლობა, მიწისქვეშა ქსელების მოწყობა, ავარიული კორპუსების გამაგრება, ისტორიული შენობების და მიწისქვეშა გადასასვლელების აღდგენა. ინფრასტრუქტურის პოლიტიკის ძირითად მიმართულებებზე ისაუბრა მერის მოადგილემაც.

ინფრასტრუქტურული პროექტების ანგარიშს იმ კომპანიების წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ, რომლებსაც თბილისის განვითარების გეგმის მიხედვით, სხვადასხვა მიმართულები ჰქონდათ ჩაბარებული.

ღონისძიებას პრემიერი და მინისტრთა კაბინეტის წევრები ესწრებოდნენ. ირაკლი კობახიძემ პრეზენტაციის შემდეგ განაცხადა, რომ თბილისში ჩატარებული სამუშაოებიდან გამომდინარე, შედეგები ყველა მიმართულებით ეფექტური და შთამბეჭდავია.

დედაქალაქში განხორციელებულ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ჯამში, მილიარდ 815 მილიონი ლარი დაიხარჯა.

დღის ამბები