08 ივლისი 2025,   06:23
ვრცლად
კორუფციასთან და გაუმჭირვალე ფინანსებთან ბრძოლა, როგორც სახელმწიფოს მთავარი პრიორიტეტი - ანტიკორუფციული ბიუროს ანგარიში პარლამენტში

ანტიკორუფციული ბიუროს საქმიანობის მთავარ პრინციპებზე რაჟდენ კუპრაშვილმა უწყების ანგარიშის წარდგენის დროს ისაუბრა. მიღწევებთან ერთად დაგეგმილ პროექტებზეც გაამახვილა ყურადღება და თქვა, რომ ეროვნული ანტიკორუფციული სტრატეგია პრიორიტეტულია, ძირითად გამოწვევად კი უწყების ხელმძღვანელი დეზინფორმაციულ კამპანიას ასახელებს.

ანტიკორუფციული ბიუროს უფროსს ადამიანის უფლებებისა და იურიდიული კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე მოუსმინეს. მომხსენებელთან კითხვები ორივე კომიტეტის წევრების მხრიდან ამერიკული FARA-ს ქართულ ანალოგთან დაკავშირებით დაისვა.

ანტიკორუფციული ბიუროს საქმიანობა მმართველი პარტიისთვის ეფექტიანი და აქტიურია. პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, უწყება მისი კომპეტენციის ფარგლებში წარმატებულად მუშაობს.

ანგარიში, რომელიც დღეს საკანონმდებლო ორგანოს წარედგინა, ანტიკორუფციული ბიუროს 2024 წლის საქმიანობას ეხება.

დღის ამბები