
კატარის მთავრობამ განცხადება გაავრცელა, სადაც "უმკაცრესად დაგმო" ალ უდეიდის საჰაერო ბაზაზე თავდასხმა. ინფორმაციას BBC ავრცელებს.
საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერი მაჯედ ალ-ანსარი X-ზე წერს: "ჩვენ მიგვაჩნია ეს კატარის სახელმწიფოს სუვერენიტეტის, მისი საჰაერო სივრცის, საერთაშორისო სამართლისა და გაეროს წესდების აშკარა დარღვევად".
მისი თქმით, კატარის საჰაერო თავდაცვამ "წარმატებით აღკვეთა თავდასხმა და გააჩერა ირანული რაკეტები“. მან დასძინა, რომ ბაზა ევაკუირებული იყო.
"მიღებულია ყველა საჭირო ზომა ბაზაზე პერსონალის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, მათ შორის, კატარის შეიარაღებული ძალების წევრების, მეგობარი ძალების და სხვა", - განაცხადა კატარის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
მისი განმარტებით, ავიაიერიშის შედეგად არაცინ დაშავებულა ან დაღუპულა. სპიკერმა თქვა, რომ კატარი იტოვებს უფლებას უპასუხოს "ამ თავხედური აგრესიის ხასიათსა და მასშტაბებს“.