
დღეს პარლამენტი გენერალურ პროკურორს აირჩევს. კანონმდებლები გიორგი გვარაკიძეს მოუსმენენ. ცნობილია, რომ მის კანდიდატურას მმართველი გუნდის მხარდაჭერა ექნება.
გახდება თუ არა გენერალური პროკურორის პირველი მოადგილე გენერალური პროკურორი, ეს დღის პირველ ნახევარში გახდება ცნობილი.
გიორგი გვარაკიძე უკვე იმყოფება პარლამენტში და წუთი წუთზე დაიწყება იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა, სადაც გენერალური პროკურორობის კანდიდატს მოისმენენ, ამის შემდეგ პროცესი კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდება და პროცედურულად უკვე პლენარული სხდომა გაიმართება.
ავტორი: ნანა გოგატაძე