08 ივლისი 2025,   06:53
ვრცლად
თბილისის საქალაქო სასამართლოში ამ წუთებში სხდომა იწყება - გიორგი ვაშაძე განაჩენის მოლოდინშია

თბილისის საქალაქო სასამართლოში ამ წუთებში სხდომა იწყება - გიორგი ვაშაძე განაჩენის მოლოდინშია. "სტრატეგია აღმაშენებლის" დამფუძნებელს დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობას ედავებიან. ბრალდება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე ისჯება. პროცესს არ ესწრება თავად პოლიტიკოსი.

შეგახსენებთ, საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობას გამოძიება სულ 8 ოპოზიციონერ ლიდერს ედავება, მათგან 3 - მამუკა ხაზარაძე, ბადრი ჯაფარიძე და ზურა გირჩი ჯაფარიძე უკვე მსჯავრდადებულები არიან, დანარჩენი 5 პოლიტიკოსი კი მოსამართლის ვერდიქტის მოლოდინშია.

დღის ამბები