17 ივლისი 2025,   10:47
ვრცლად
ირინა ჩხიკვიშვილს, რომელსაც თავის ტვინის სიმსივნის დიაგნოზი დაუსვეს, საზოგადოების დახმარება სჭირდება

 

ირინა ჩხიკვიშვილს, რომელსაც თავის ტვინის სიმსივნის დიაგნოზი დაუსვეს, საზოგადოების დახმარება სჭირდება. სოციალურ ქსელში პოსტს მისი შვილი აქვეყნებს.

"17 ივლისს დედაჩემს თურქმა ექიმებმა დაუსვეს დიაგნოზი - თავის ტვინის სიმსივნე - ჰიპოთალამუსის გლიომა. რატომ ვერ დაისვა ზუსტი დიაგნოზი საქართველოში, ამაზე სხვა დროს მოვყვები. ჰიპოთალამუსი არის თავის ტვინის ნაწილი, რომელიც ორგანიზმის მართვის ცენტრს წარმოადგენს და პასუხისმგებელია ძალიან ბევრ სასიცოცხლო ფუნქციაზე.

წარმონაქმნი არის 4 სმ ზომის და არ ექვემდებარება ოპერაციას, მოითხოვს ძალიან კარგ გამოცდილებას საბიოფსიე მასალის ასაღებად და სათანადოდ გამართულ და თანამედროვე აპარატურას, რათა დავიზღვიოთ თავი გართულებებისგან, მოხდეს სიმსივნის ტიპის განსაზღვრა და შესაბამისი მკურნალობის შერჩევა.

სპეციფიკიდან გამომდინარე, აუცილებელია ნავიგაციური ბიოფსიის ჩატარება და მკურნალობა საზღვარგარეთ, რაც ძალიან დიდ თანხებს საჭიროებს.

ძალიან გვინდა, ამ ხარჯებს ჩვენ თვითონ გავუმკლავდით, მაგრამ არ გამოგვივა. ამიტომაც, მთელი ოჯახის სახელით, გვინდა, გთხოვოთ დახმარება ჩვენს მეგობრებს, ნათესავებს, ნაცნობებს, უცნობებს და უბრალოდ იმ ხალხს, ვინც ჩვენს სატკივარს გულთან ახლოს მიიტანს

გიზიარებთ ანგარიშის ნომრებს:

საქართველოს ბანკი:

#GE30BG0000000526091992

მიმღები: ირა ჩხიკვიშვილი

თიბისი ბანკი:

#GE36TB7252745064300046

მიმღები: ირა ჩხიკვიშვილი

Paypal: [email protected]

Receiver: Ira Chkhikvishvili

პირადი: 01009020269

თუ გაგაჩნიათ ინფორმაცია ფინანსური საკითხის გადასაჭრელად ან ფონდების შესახებ, გთხოვთ გაგვიზიაროთ

დიდი მადლობა ყველას თანადგომისთის, გამამხნევებელი სიტყვებისთვის და პოზიტიური განწყობისთვის", - წერს ირინა ჩხიკვიშვილის შვილი.

დღის ამბები