11 ივლისი 2025,   22:54
ვრცლად
ირანის უზენაესი ლიდერი, ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში, საჯაროდ პირველად გამოჩნდა

აიათოლა ალი ხამენეი, ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში, საჯაროდ პირველად გამოჩნდა - ის რელიგიურ ღონისძიებას დაესწრო. 

ბოლო კვირების განმავლობაში, ირანის უზენაესი ლიდერი, უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე, მხოლოდ წინასწარ ჩაწერილ შეტყობინებებს ავრცელებდა და საჯარო ღონისძიებებს არ ესწრებოდა. ამ დრომდე, მის შესახებ მხოლოდ ის იყო ცნობილი, რომ იმყოფებოდა "უსაფრთხო ადგილას".

ისრაელის თავდაცვის მინისტრის განცხადებით, ირანის სულიერი ლიდერის ლიკვიდირების სურვილი ჰქონდათ, თუმცა ამის შესაძლებლობა არ მისცემიათ.

ისრაელსა და ირანს შორის სამხედრო დაპირისპირება 13 ივნისს დაიწყო.

დღის ამბები