11 ივლისი 2025,   21:58
ვრცლად
ტეხასში, წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 51-მდე გაიზარდა, მათგან 15 ბავშვია

ტეხასში, მასშტაბური წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 51-მდე გაიზარდა, მათ შორის 15 ბავშვია. 30-მდე ბავშვი უგზო-უკვლოდ დაკარგულად მიიჩნევა. სტიქიის შედეგად, ასობით ადამიანი დაშავდა.

რეგიონში ტრაგედია 4 ივლისს, მაშინ დატრიალდა, როცა მთელი ამერიკა დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავდა. მდინარე გუადალუპე ადიდდა და ათობით ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. წყალდიდობის შედეგად დაკარგულების სამძებრო ოპერაცია ამ დრომდე გრძელდება.

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ტეხასში მომხდარ ტრაგედიას "შოკისმომგვრელი" უწოდა.

 

დღის ამბები