17 ივლისი 2025,   19:10
ვრცლად
ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი აცხადებს, რომ სირიასთან დიპლომატიურ ურთიერთობებს აღადგენენ

ბრიტანეთში აცხადებენ, რომ სირიასთან დიპლომატიურ ურთიერთობებს აღადგენენ. ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი დევიდ ლემი დამასკოს ეწვია და სირიელ ხალხს 94 მილიონი ფუნტის დახმარებას დაჰპირდა.

ბოლო 14 წლის განმავლობაში სირიაში ეს ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი ვიზიტია.

"ეს ვიზიტი ისტორიული მნიშვნელობისაა. აქ ბრიტანელი ხალხის სახელით ვიმყოფები, რომელიც მუდმივად სოლიდარულები იყვნენ სირიელი ხალხის მიმართ. აქ მოვედი იმისთვის, რომ მხარში დავუდგე სირიელ ხალხს," - აღნიშნა ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დევიდ ლემიმ.

დღის ამბები