
ისრაელელი მძევლების ოჯახის წევრებმა ანტისამთავრობო აქცია გამართეს და პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს მძევლების სახლში დაბრუნება მოსთხოვეს. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც "ჰამასმა" განაცხადა, რომ აშშ-ის შუამავლობით მომზადებულ წინადადებას ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ დადებითად უპასუხა.