15 ივლისი 2025,   01:51
ვრცლად
"ორივე პრეზიდენტი აცნობიერებს ახალგაზრდების დანაკარგის ტკივილს მშვიდობიან დროსა და ომის პირობებში" - აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი ტრამპისა და ზელენსკის სატელეფონო საუბარზე

უკრაინის საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი კიტ კელოგი აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპისა და უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის სატელეფონო საუბარს გამოეხმაურა.

"ორივე პრეზიდენტი აცნობიერებს ახალგაზრდების დანაკარგის ტკივილს მშვიდობიან დროსა და ომის პირობებში. თანაგრძნობა არის ლიდერობის მთავარი შემადგენელი ნაწილი," - აღნიშნავს დონალდ ტრამპის სპეციალური წარმომადგენელი.

უკრაინაში არსებული ვითარება, ომში მყოფი ქვეყნის პრეზიდენტმა, ამერიკელ კოლეგასთან განიხილა. კომუნიკაცია ვოლოდიმირ ზელენსკისა და დონალდ ტრამპს შორის ტელეფონით შედგა. მხარეებმა ისაუბრეს ამერიკულ სამხედრო დახმარებაზე და საჰაერო თავდაცვის სისტემებზე, რომლის მიღებაც უკრაინის პრეზიდენტს, შტატების მხრიდან სურს. ვოლოდიმირ ზელენსკიმ სატელეფონო საუბარს ნაყოფიერი უწოდა. დეტალებზე არ საუბრობს დონალდ ტრამპი.

დღის ამბები