20 ივლისი 2025,   20:25
ვრცლად
საუკუნეების შემდეგ, პეტრიწონის მონასტერში ახალი ისტორია იწყება - სულიერებისა და კულტურის ქართული ცენტრი - "კურიერი P.S.-ის" რეპორტაჟი ბულგარეთიდან

ქართული კულტურა გაცოცხლდა და საუკუნოვანი ისტორია გრძელდება ბულგარეთში - პეტრიწონის მონასტერში, რომელიც ასწლეულების განმავლობაში განათლების, სულიერების და კულტურის გამაერთიანებელ ცენტრს წარმოადგენდა. სწორედ აქ მოღვაწეობდა იოანე პეტრიწი - გელათის აკადემიის რექტორი.

ისტორიული წყაროების მიხედვით, მონასტერში საუკუნეების განმავლობაში მსახურობდნენ ქართველები, თუმცა მათი კვალი დროთა განმავლობაში დაიკარგა. ათასწლეულის შემდეგ, ეს ისტორიული კავშირი აღდგა. პეტრიწონში სამი ქართული დარბაზი გაიხსნა.

მონასტრის ტერიტორიაზე დამონტაჟდა საინფორმაციო დაფაც, რომელიც პეტრიწონის ქართულ წარმომავლობაზე და ისტორიულ ფაქტებზე სრულ ინფორმაციას შეიცავს. 

ავტორი: ანი გენებაშვილი

დღის ამბები