
დაკავებულია "სილქ როუდ ჯგუფისა" და "სილქნეტის" დამფუძნებელი გიორგი რამიშვილი, იგივე "ზარალა." როგორც ცნობილია, დაკავების სავარაუდო მიზეზი იარაღის უკანონო ფლობა და ტარებაა.
"რუსთავი 2-ის" ინფორმაციით, ბიზნესმენი ამ დროისთვის, გადაყვანილია დროებითი მოთავსების იზოლატორში, თუმცა ბრალი მას ოფიციალურად ჯერ არ წარუდგენია.
როგორც შსს-ში აცხადებენ, ბიზნესმენი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლით დააკავეს.
სხვა დეტალები, ამ დროისთვის, უცნობია.