17 ივლისი 2025,   10:17
ვრცლად
"ოპონენტებს ძალიან აწუხებთ მაღალი ეკონომიკური ზრდა - ისინი აცხადებდნენ, რომ გვექნებოდა ორნიშნა ინფლაცია და გვაქვს სტანდარტული მაჩვენებელი, ეკონომიკურ ზრდაზე ამბობდნენ, რომ გვექნებოდა მინუსი და არის 9,8% - ამ კამპანიებმა შედეგი ვერ გამოიღო" - პრემიერი

ჩვენს ოპონენტებს ძალიან აწუხებთ მაღალი ეკონომიკური ზრდა, ერთ-ერთი ექსპერტი აცხადებდა, რომ ჩვენ გვექნებოდა ორნიშნა ინფლაცია ქვეყანაში, მაშინ, როდესაც გვაქვს სტანდარტული მაჩვენებელი ამ კუთხით, - აცხადებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე.

მთავრობის მეთაურის თქმით, ამ კამპანიებმა თავისი შედეგი ვერ გამოიღო.

"ჩვენს ოპონენტებს ძალიან აწუხებთ მაღალი ეკონომიკური ზრდა. ერთ-ერთი ექსპერტი აცხადებდა, რომ ჩვენ გვექნებოდა ორნიშნა ინფლაცია ქვეყანაში, მაშინ, როდესაც გვაქვს სტანდარტული მაჩვენებელი ამ კუთხით. ისინი აცხადებდნენ, რომ ლარის კურსი მარტში მიაღწევდა 3,1-ს, და ჩვენ სტაბილურად ვინარჩუნებთ ლარის კურსს 2,72-ის ფარგლებში. ეკონომიკურ ზრდაზე ამბობდნენ, რომ გვექნებოდა მინუსი და აქამდე მაჩვენებელი არის 9,8%. ამ კამპანიებმა თავისი შედეგი ვერ გამოიღო", - განაცხადა პრემიერმა "იმედის კვირაში".

დღის ამბები