09 ივნისი 2026,   14:48
ვრცლად
თვითმკვლელობის მცდელობამდე თორნიკე რიჟვაძემ წერილი დაწერა - ახალი დეტალები აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარის საქმეზე

თორნიკე რიჟვაძემ თვითმკვლელობის მცდელობამდე წერილი დაწერა, რომელიც მის ტანსაცმელში სამედიცინო პერსონალმა აღმოაჩინა. ინფორმაციას "პრაიმ ტაიმი" ავრცელებს.

"პრაიმ ტაიმმა" წერილის შინაარსი ექსკლუზიურად გაარკვია.

რიჟვაძე აქცენტს რამდენიმე საკითხზე აკეთებს, მათ შორის, წერს, რომ მას კორუფციას და "ბარიგების" მფარველობას აბრალებდნენ. აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილს და ირაკლი კობახიძეს მიმართავს, რომ დაიცვან მისი ოჯახი.

რიჟვაძე წერილში ასევე აღნიშნავს, რომ ყველა მისი თანამშრომელი და გარემოცვის წევრი უდანაშაულოა და ყველა "მისი დავალებით მოქმედებდა." მადლიერებით და პოზიტიურად საუბრობს ალექსანდრე ახვლედიანზე, რომლის იარაღითაც მან თვითმკვლელობა სცადა.

დღის ამბები