09 ივნისი 2026,   09:14
ვრცლად
რუსთავში ერთ-ერთი ყველაზე დატვირთული ქუჩის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

რუსთავში, ურბანული და სატრანსპორტო თვალსაზრისით, ერთ-ერთი ყველაზე დატვირთული ქუჩის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. ლეონიძის სახელობის ქუჩაზე ასფალტის ახალი საფარი 13 200 კვ/მ ფართობზე მოეწყობა.

სრულად იცვლება სანიაღვრე ქსელიც. გათვალისწინებულია ტროტუარების, ველობილიკის, ახალი მწვანე სივრცეების მოწყობაც.

დაახლოებით 4-მილიონიანი პროექტი სახელმწიფო და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება.

დღის ამბები